ბრმა ტყვია

მელიას ინფორმაციით, ბრმა ტყვია, რომელსაც ქალი ემსხვერპლა, შსს-ს თანამშრომლებმა გაისროლეს

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია წერს, რომ ბრმა ტყვია, რომელმაც 19 აპრილს ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა, შსს-ს თანამშრომლებმა გაისროლეს. 

"კომენდანტის საათია.

ეს ხელს არ უშლით ღრეობის მოწყობაში შსს-ს თანამშრომლებს. არც იმაში, რომ გავიდნენ აივანზე და ცეცხლსასროლი იარაღიდან ჯერი გაუშვან.

და მერე რა ხდება?

როგორც იმ შორ და ბნელ 90-იანებში, ბრმა ტყვია კლავს მოპირდაპირედ, მერვე სართულზე მცხოვრებ უდანაშაულო ქალბატონს, რომელიც შინ, მშვიდად ტელევიზორს უყურებს! კლავს მოხუცი დედის თვალწინ!!

ეს ხდება 2020 წელს, ვაჟა ფშაველას გამზირზე" - წერს ნიკა მელია. 

გუშინ, 19 აპრილს ვაჟა ფშაველას გამზირზე საკუთარ სახლში მყოფ ქალს ბრმად გასროლილი ტყვია მოხვდა და გარდაიცვალა. 

კომენტარები