All-in Challenge

კორონავირუსი: ელენ დეჯენერესმა და მისმა ცოლმა, პორშა დე როსმა, $1 მილიონი გაიღეს

ცნობილმა ტელეწამყვანმა, ელენ დეჯენერესმა და მისმა ცოლმა, პორშა დე როსმა, ახალი კორონავირუსით დაზარებული ოჯახების დასახმარებლად 1 მილიონი დოლარი გაიღეს.

ამით ისინი "All-in Challenge"-ს შეურთდნენ, რომლის მიზანიც 100 მილიონი დოლარის შეგროვებაა და ყველაზე მოწყვლადი საზოგადოებების დახმარებაა. წყვილმა ფულის გაღება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ისინი ლეონარდო დიკაპრიომ და რობერტ დე ნირომ გამოიწვიეს.

"არსებობს რაღაცები, რასაც ვერ დავაიგნორებთ და როდესაც ვფიქრობდი, რომ ის უფრო მეტად ვეღარ მეყვარებოდა, ნახეთ რას შვება ჩემი მეგობარი ლეო დიკაპრიო. მან დაიწყო "All-in Challenge და ცდილობს, რომ 100 მილიონი დოლარი შეაგროვოს საქველმოქმედო ორგანიზაციებისთვის, რათა დაეხმაროს ამერიკელებს გამოკვებაში ამ კრიზისის დროს", - თქვა მან.

ამის შემდეგ, ელენ დეჯენერესმა ჯასტინ ტიმბერლეიკი და ლორა დერნი გამოიწვია - "რადგან ორივე მიყვარს და ვიცი, რომ დახმარების სურვილი ექნებათ".

გამოწვევაში ჩართულები არიან საქველმოქმედო ორგანიზაციები, რომლებიც გაჭირვებულ ოჯახებს საკვებით დაეხმარებიან.

"შეძრული ვარ იმის ყურებით, როგორც ელოდება ხალხი თავის საჭმელს. ყოველთვის, როდესაც ამ მანქანებსა და ამ ხალხს ვხედავ, ვტირი. ვერ წარმომიდგენია როგორია, რომ იჯდე საათების განმავლობაში, ელოდე საჭმელს და იმედი გქონდეს, რომ შენი დროის მოვსვლისას რამე დარჩენილი იქნება.

როგორც წესი, პერსონალურ შეწირულობებზე საუბარი არ მჩვევია, ამას ყოველვთვის ჩემთვის ვინახავ, თუმცა ახლა იმედი მაქვს, რომ ეს შთაგონებს მიცემს მათ, ვისაც შეუძლიათ დახმარება", - თქვა მან.

18 აპრილის მონაცემებით, ამერიკაში ახალი კორონავირუსი ინფიცირების 710,272 შემთხვევა არის დადასტურებული. აქედან, 63,510 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო გარდაიცვალა - 37,175.

კომენტარები