კორონავირუსი

მარგველაშვილი: სახელმწიფო ნიშნავს, რომ კანონი ყველასთვის ერთია და არა - მულო, შენ გაიგონეო

ჩვენ დავინახეთ, რომ ეკლესიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ თავის რწმენიდან გამომდინარე, ისინი დგანან კანონზე მაღლა. სიმართლე გითხრათ, აღარ მინდა ამის განხილვა. უკვე ნათელია, დავინახეთ ყველაფერი. აღარ მინდა იმ დეტალებში შესვლა, რომ ქრისტიანობა მე სხვანაირად მესმის, რომ ეს არის მოყვასზე ზრუნვა, ეს არის სუსტზე ზრუნვა და მთელი კორონავირუსის პროცესი - ეს არის ზრუნვა ყველაზე სუსტებზე.

ნახეთ, რაზეა გაერთიანებული კაცობრიობა. ჩვენ ვიცავთ ყველაზე სუსტებს ჩვენ შორის, ვის ჯანმრთელობამაც შეიძლება ვერ გაუძლოს. აღარ მინდა იმაზე საუბარი, რომ დავუშვათ, როგორ შეიძლება, ქრისტიანი ისე მოიქცეს, რომ მისი მოყვარე ან უბრალოდ, მეორე ადამიანი საფრთხის ქვეშ ჩააგდოს, აღარ მინდა იმის განხილვა, რომ სახელმწიფო სწორედ იმას ნიშნავს, რომ კანონი ყველასთვის ერთიანია და არა ასე - "რძალო შენ გითხარი, მულო შენ გაიგონეო“, არამედ პირდაპირ - კანონი ყველასთვის კანონია

ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პალიტრანიუსის ეთერში, აღდგომასთან დაკავშირებით ხელისუფლებასა და საპატრიარქოს შორის მოლაპარაკებებზე. პანდემიის, ახალი კორონავირუსის გავრცელების გაზრდილი რისკისა და საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, საპატრიარქო ამ დრომდე აგრძელებს ტაძრებში წირვა-ლოცვებს და მრევლის ერთი კოვზით ზიარებას. დაგეგმილია სააღდგომო ლიტურგიაც - მრევლი ეკლესიებში 21:00 საათამდე შეიკრიბება და იქაურობას დილის 06:00 საათამდე არ დატოვებს. მთავრობა ამას საპატრიარქოსთან "შეთანხმებას" უწოდებს.

კომენტარები