კორონავირუსი

ბრიტანეთში მეორე საგამოფენო ცენტრი საავადმყოფოდ გადაკეთდა

REUTERS

ბრიტანეთში ახალი კორონავირუსით დაავადებული პაციენტების სამკურნალოდ მეორე საგამოფენო ცენტრი საავადმყოფოდ გადააკეთეს. სამუშაოებში 500 სამედიცინო პერსონალი და სამხედროები იყვნენ ჩართულნი.

ბრიტანეთის მეორე ყველაზე დიდ ქალაქში, ბირმინგემში საგამოფენო ცენტრის საავადმყოფოდ გადასაკეთებლად 8 დღე დასჭირდათ. 

საავადმყოფო პრინცმა უილიამმა ვირტუალური ჩართვით გახსნა

შენობაში 500 საწოლია, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში მათი რიცხვის გაზრდა 1 500-მდეა შესაძლებელი.

თავდაპირველად, ლონდონში 2 აპრილს ExCel-ის საგამოფენო ცენტრი საავამყოფოდ გადააკეთეს.

ქვეყანაში კიდევ ხუთი მსგავსი საავადმყოფოს გახსნას აპირებენ - ჯამში 7.

15 აპრილის მონაცემებით, გაერთიანებულ სამეფოში ახალი ვირუსით დაავადების 99 455 შემთხვევა გამოვლინდა. გარდაცვლილია 12 868 პაციენტი. ქვეყანაში ვირუსის გამოსავლენი ტესტი 398 916 პირს ჩაუტარდა.

კომენტარები