კორონავირუსი საქართველოში

ბოჭორიშვილის კლინიკა: სასულიერო პირის მდგომარეობა სტაბილურად საყურადღებოა

ტვ პირველი

ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორის, მაკა სოლოღაშვილის, თქმით, კლინიკაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 22 პაციენტია მოთავსებული. 

სოლოღაშვილი ამბობს, რომ დღეს, 16 აპრილს, covid 19 კიდევ ერთ პაციენტს დაუდასტურდა. მისი თქმით, პაციენტს ვირუსი ოჯახის წევრისგან გადაედო და მისი მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. 

მანვე აღნიშნა, რომ "სტაბილურად საყურადღებოა" ბოჭორიშვილის კლინიკაში მოთავსებული სასულიერო პირის მდგომარეობა.

"სულ ბოქსირებულ ნაწილში მკუნრალობს 51, აქედან 18 წლამდე ასაკის არის 7 პაციენტი. 13 ჩაერთვება დღეს კვლევაში და ხვალ გვექნება პასუხები. 9 პაციენტი არის საყურადღებო. სასულიერო პირის მდგომარეობა უცვლელია. იგი სტაბილურად საყურადღებოა." - თქვა სოლოღაშვილმა. 

სასულიერო პირს ახალი კორონავირუსი 13 აპრილს დაუდასტურდა. მამა გიორგი პაპავას თქმით, რომელიც ვერის წმ. იოანე ღვთისმეტყველის ტაძარში მსახურობს, სიმპტომები დაეწყო ხარებას, საღამოს სიცხემ დაახლოებით 38 გრადუსამდე აუწია, მეორე დღეს უფრო მეტი - 39 ჰქონდა, თუმცა, ტაძარში ღვთისმსახურებისთვის მაინც წავიდა.

მამა გიორგისა და თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში ექთანია. სწორედ მისგან დაინფიცირდა სამედიცინო ინსტიტუტის ოთხი თანამშრომელი - ერთი ექიმი და სამი ექთანი. სამედიცინო ინსტიტუტში კარანტინია გამოცხადებული.

16 აპრილის დილის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 336 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 74 გამოჯანმრთელებულია, 3 ადამიანი გარდაიცვალა.

კომენტარები