კორონავირუსი და ეკლესია

კობახიძე: ქრისტეს პირამიდა აუშენეს, სამება დაარქვეს და ბიზანტიელ უფლისწულად წარმოიდგინეს

ვერ შევიცანით ჩვენ ქრისტე. ოქროები ჰქონდა, ატერორებდა ხალხს, თუ რა? არაფერი არ ჰქონდა და ჩვენ ვუთხარით, შენ, ქრისტე, არ გქონდა არაფერი, დურგალი იყავი იმიტომ, რომ იმათ არ სწამდი. აგერ ახლა ჩვენ გიწამებთ, კაი სახლებს აგიშენებთ, დიდ პირამიდას აგიშენებთ და სამებას დავარქმევთ, მოვრთავთ ოქროებით, ფულს მოგცემთ, მაგრამ იმ ფულს ჩვენც ავიღებთ და შენ ჩაგთვლით ბიზანტიელ უფლისწულად, რომელიც იქ ზიხარ და ჩვენ გვეუბნები, რომ აბა, იქ რიტუალი. ჩვენ კი არა, მღვდლებს, მათზე ვლაპარაკობ.

წინ წავწიეთ ქრისტე, სოციალურ ლიფტში ჩავსვით და ავიდა ზემოთ. ახლა არის ვნების შვიდეული და რას ვაპირებთ ვნების შვიდეულზე? მივდივართ და ვამბობთ, უი, უი, როგორ კადრეს ქრისტეს, ჯვარზე გააკრეს, მაგრამ ქრისტე ხომ კაცობრივი ბუნებით ეწამა და აღდგა მკვდრეთით და აგერ ჩვენი მეზობელი მახოს შვილი ზურა რომ კვდება, იმას ვეუბნებით, არ დაგეხმარები იმიტომ, რომ ეკლესიაში უნდა წავიდეთ, იქ სანთელი უნდა დავანთო და იმაზე ვივიშვიშო, რომ როგორ აწამეს ქრისტე და ქრისტე გვეუბნება, რომ კაცობრივი ბუნებით იმიტომ ვეწამე, რომ იმ ზურას დაეხმაროო, დალოცვილი.

ჩვენ მამა-ღმერთი გვგონია მთლად უფროსი, ყველაზე უფროსი, ავთანდილოვიჩი, ბიძინაზე უფროსი, ტრამპზე უფროსი და იმის ბიჭს, იესოს, როგორ გაუბედეს ეს, მაშინ, როცა ეს ზურა კვდება აქ, დალოცვილო. რა ცირკებს დგამ?

ამის შესახებ თეოლოგმა, ბასილ კობახიძემ, ტაბულას ეთერში, გადაცემა "საუბარი რელიგიაზე" ისაუბრა. გადაცემა პანდემიის პირობებში ეკლესიიდან მომავალ საფრთხეს ეხებოდა.

კომენტარები