ბენ აფლეკი

ბენ აფლეკი პოკერის საქველმოქმედო ტურნირს ჩაატარებს

Cardschat

მსახიობი და რეჟისორი ბენ აფლეკი პოკერის საქველმოქმედო ტურნირს ჩაატარებს. თამაში ონლაინ რეჟიმში გაიმართება. ტურნირიდან შემოსული თანხა კორონავირუსით დაზარალებულ მოსახლეობას მოხმარდება.

აფლეკის გარდა ტურნირში მეთ დეიმონი, ბრაიან კრენსტონი, ადამ სენდლერი, ჯონ ჰემი, ადამ ლევინი, სარა სილვერმანი, ტობი მაკგუაიერი, ჯეისონ ბეიტმანი, კევინ სმიტი და სხვა ცნობილი ადამიანები მიიღებენ მონაწილეობას. ტურნირზე მოთამაშეთა მაქსიმალური რაოდენობა 75 ადამიანს შეადგენს.

13 აპრილის მონაცემებით აშშ-ში ახალიკორონავირუსით ინფიცირების 562,268 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან გამოჯანმრთელდა 42,919 და გარდაიცვალა 22,165 ადამიანი.

 

კომენტარები