ბენ აფლეკი

ბენ აფლეკი: ცხოვრებაში ყველაზე მეტად განქორწინებას ვნანობ

ბენ აფლეკმა გამოცემასთან New York Times ინტერვიუში ისაუბრა ალკოჰოლიზმსა და იმაზე, რასაც ცხოვრებაში ყველაზე მეტად ნანობს.

"ცხოვრებაში ყველაზე მეტად განქორწინებას ვნანობ," - თქვა აფლეკმა. მსახიობის ყოფილი ცოლი ჯენიფერ გარნერია, რომელთანაც, მიუხედავად განშორებისა, კარგი ურთიერთობა აქვს. 

"საკმაოდ დიდ ხანს ვსვამდი. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჩემმა ქორწინებამ ნგრევა დაიწყო, დაახლოებით 2015-2016 წლებში. ამასთანავე, ალკოჰოლთან პრობლემებმა მენტალური პრობლემებიც გამოიწვია, ხოლო არსებული გააუარესა. ვერ ვიტან შეცდომების დაშვებას, მაგრამ ამ ყველაფრის შემდეგ მივხვდი, რომ როდესაც ასეთი მდგომარეობას გაივლი, გამოცდილება გემატება, უნდა შეძლო საკუთარი თავის გაკონტროლება, ფეხზე წამოდგე, ეს გაკვეთილი კარგად დაიმახსოვრო და ცხოვრება გააგრძელო," - თქვა მსახიობმა. 

ბენ აფლეკი და ჯენიფერ გარნერი 2005 წელს დაქორწინდნენ, 2015 წელს დაშორდნენ ერთმანეთს და ოფიციალურად 2018 წელს განქორწინდნენ. მათ სამი შვილი ჰყავთ.

კომენტარები