კორონავირუსი

კობახიძე: მთავრობამ 1 თვით მაინც უნდა დააკეტინოს ეკლესიები, ადამიანების სიცოცხლეზეა საუბარი

ეკლესია ბნელია თუ ნათელი, ეს არ არის პრობლემა. მის სიბნელეს მრავალი წელი ვებრძოდი, მაგრამ ახლა ამას აღარ აქვს მნიშვნელობა. ეკლესიას აღარაფერი ეშველება. ახლა საჭიროა, რომ საპატრიარქომ ერთი თვით მაინც დაკეტოს ეკლესიები, რათა ნაკლები ხალხი დაიღუპოს. მეტი არაფერი საერთოდ.

ამიტომ ჩვენ ყველამ ხმა უნდა მივაწვდინოთ მეგობრებს, ნაცნობებს, რათა ბევრმა ხალხმა მიმართოს მთავრობას, მაგათაც ხომ ჰყავთ ახლობლები. მხოლოდ მთავრობას შეუძლია, რომ ეკლესიას დააკეტინოს, ნებისმიერი გზით, ერთი თვით მაინც, ტაძრები. ამიტომ ეს პრობლემა ფართოდ უნდა დაისვას საზოგადოებაში, რადგან ადამიანების სიცოცხლეზეა საუბარი

წერს რელიგიათმცოდნე ბასილ კობახიძე Facebook-ზე, კორონავირუსის გავრცელების მიუხედავად, ეკლესიებში წირვა-ლოცვების გაგრძელებაზე.

კომენტარები