NewsLongreads
NewsLongreadsარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
კორონავირუსი აშშ-ში

ნიუ-იორკის შტატში მსოფლიოს ყველა ქვეყანაზე მეტი COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევაა

პარასკევი, 10 აპრილი, 2020 - 12:00
GETTY IMAGES
tbl.ge/4mlv
დაკოპირდა
Reuters
Reuters

ნიუ-იორკის შტატში COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა მსოფლიოს ყველა ქვეყნის მაჩვენებელს აღემატება, აშშ-ის გარდა. 

განახლებული მონაცემებით, ხუთშაბათს, 9 აპრილს, შტატში ვირუსით ინფიცირების 10 000 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჯამში, დადასტურებულია COVID-19-ის 159 937 შემთხვევა. ესპანეთში COVID-19-ით ინფიცირების 153 222 შემთხვევაა, იტალიაში კი - 143 626. 

ნიუ-იორკის შტატში ერთ დღეში კორონავირუსით გარდაცვალების 799 შემთხვევა დაფიქსირდა. ჯამში, შტატში 7 000 შემთხვევაა დადასტურებული, ნაკლები, ვიდრე ესპანეთსა (15 447) და იტალიაში (18 279). თუმცა, ეს მაჩვენებელი ჩინეთში COVID-19-ით დაღუპულთა ოფიციალურ რაოდენობას, 3 336-ს თითქმის ორჯერ აღემატება. 

ნიუ-იორკიდან ფოტოები გავრცელდა, რომლებზეც ასახულია, თუ როგორ მარხავენ მასობრივ სასაფლაოზე კორონავირუსით გარდაცვლილებს.  

ამერიკის შეერთებულ შტატებში COVID-19-ით ინფიცირების 468 895 შემთხვევაა დადასტურებული. ქვეყანაში 16 697 ადამიანი გარდაიცვალა, 25 928 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. აშშ-ში კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

კორონავირუსი აშშ-შინიუ-იორკიაშშCOVID-19კორონავირუსი

ამავე თემაზე

  • სამშაბათი, 4 იანვარი, 2022 - 21:47აშშ-ში კორონავირუსის დღიური რეკორდული რაოდენობა – 1 080 211 შემთხვევა აღირიცხა
  • კვირა, 19 დეკემბერი, 2021 - 12:29ბაიდენი: აუცრელებისგან განსხვავებით, III დოზით აცრა გიცავთ მძიმე ავადმყოფობის, სიკვდილისგან
  • ხუთშაბათი, 2 დეკემბერი, 2021 - 11:10ტელეწამყვანი, რომელიც მაყურებლებს აცრის ნაცვლად ლოცვას ურჩევდა, COVID-19-ით გარდაიცვალა
  • ოთხშაბათი, 17 მარტი, 2021 - 10:24დონალდ ტრამპმა მხარდამჭერებს მოუწოდა, COVID-19-ზე აიცრან
  • ოთხშაბათი, 27 იანვარი, 2021 - 12:50ჯო ბაიდენს სურს, შემოდგომისთვის COVID-19-ზე 300 მილიონი ამერიკელი აიცრას

კომენტარები

ბოლო სიახლეები

პუტინი ირწმუნება, რომ რუსეთში დაგეგმილი არჩევნები "გამჭვირვალე და სამართლიანი იქნება"
კვირა, 28 ივნისი, 2026 - 23:22

პუტინი ირწმუნება, რომ რუსეთში დაგეგმილი არჩევნები "გამჭვირვალე და სამართლიანი იქნება"

WSJ: აშშ-ირანის მოლაპარაკებები შაბათ-კვირას უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა იერიშების გამო შეჩერდა
კვირა, 28 ივნისი, 2026 - 22:58

WSJ: აშშ-ირანის მოლაპარაკებები შაბათ-კვირას უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა იერიშების გამო შეჩერდა

არაღჩი დაიმუქრა, რომ ჰორმუზის სრუტეს ირანი მართავს და ჩარევა დაძაბულობას გაზრდის
კვირა, 28 ივნისი, 2026 - 22:51

არაღჩი დაიმუქრა, რომ ჰორმუზის სრუტეს ირანი მართავს და ჩარევა დაძაბულობას გაზრდის

პუტინი: რუსეთი რთულ ეტაპს გადის, მაგრამ ამან ბევრი რამ გვასწავლა
კვირა, 28 ივნისი, 2026 - 21:51

პუტინი: რუსეთი რთულ ეტაპს გადის, მაგრამ ამან ბევრი რამ გვასწავლა

ისრაელში საქართველოს ელჩად ბექა დვალი დაინიშნა
კვირა, 28 ივნისი, 2026 - 19:40

ისრაელში საქართველოს ელჩად ბექა დვალი დაინიშნა

ყველაზე კითხვადი

თემურ უგულავას გარდაცვალებისთვის – ტაბულას სარედაქციო წერილი
1თემურ უგულავას გარდაცვალებისთვის – ტაბულას სარედაქციო წერილი
2არსებობს წითელი ხაზები, რის მერეც ქართველი კაცი ვერ მოითმენს - მაჭავარიანი
3საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
4მაკრონი: აშშ-მ პირველად განაცხადა, რომ უკრაინის მიმართ ნეიტრალური შუამავალი აღარ იქნება
5უკრაინაში რუსებმა მოკლეს კიდევ ორი ქართველი მებრძოლი

ბოლო ვიდეო

ნარკოდანაშაულის ბრალდებით ზუგდიდში უკრაინის 2 მოქალაქე დააკავეს
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 11:37ნარკოდანაშაულის ბრალდებით ზუგდიდში უკრაინის 2 მოქალაქე დააკავეს

გირჩევთ

ხამენეი თვითმარქვია ავტორიტეტია და შიიტს მისი მორჩილება არ მოეთხოვება
სარდური ურარტაძე
ხამენეი თვითმარქვია ავტორიტეტია და შიიტს მისი მორჩილება არ მოეთხოვება
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში