კორონავირუსი და ეკონომიკა

"ძალა ერთობაშია" - საერთაშორისო ორგანიზაციები და ელჩები საქართველოს დახმარებას პირდებიან

noflytripping.wordpress.com

საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები და ევროპელი ელჩები აქვეყნებენ ღია წერილს, სადაც დახმარებას აღუთქვამენ საქართველოს კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის შერბილებაში.

"საქართველო, როგორც ღია ეკონომიკის მქონე ქვეყანა, რომელიც ტურიზმზე, ვაჭრობაზე და საზღვარგარეთიდან შემოსულ ფინანსურ გზავნილებზეა დამოკიდებული, განსაკურთებული რისკის ქვეშ დგას ამ პანდემიის გამო." - ვკითხულობთ წერილში.

წერილში ნათქვამია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები და საქართველოს პარტნიორი სახელმწიფოები მუშაობენ ფინანსური დახმარების პაკეტზე.

"ერთად ვმუშაობთ, რომ უზრუნველვყოთ საქართველოს სწრაფი მხარდაჭერა და ამჟამად, განვიხილავთ ფინანსური დახმარების არსებით პაკეტს, რაც ხელს შეუწყობს ხელისუფლების ეფექტიან რეაგირებას ამ უპრეცედენტო კრიზისზე."

წერილს ხელს აწერენ საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ევროპის საინვესტიციო ბანკის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, მსოფლიო ბანკის, აზიის განვითარების ბანკისა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლები. აგრეთვე, საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩი, ევროკავშირის ელჩი, და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში.

კომენტარები