შენობის ჩამონგრევა

ლერმონტოვის ქუჩაზე ავარიული შენობის დემონტაჟის დროს ნანგრევებში 3 მუშა მოყვა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

ლერმონტოვის ქუჩაზე 3-სართულიანი შენობის დემონტაჟის დროს 3 მუშა ნანგრევებში მოყვა. ინფორმაცია ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. 

მათი ინფორმაციით, მუშები მსუბუქად იყვნენ დაშავებული და სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს. მათივე ცნობით, ისინი კონტაქტურები არიან. 

ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილი. დამატებითი დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.

კომენტარები