კინოსტუდიამ Paramount ახალი მძაფრსიუჟეტიანი ბლოკბასტერის Top Gun:Maverick პრემიერა გადაიტანა.
თავდაპირველად კინოგაქირავებაში სურათის გაშვება 24 ივნისს იგეგმებოდა. პრემიერის ახალ თარიღად 23 დეკემბერი სახელდება.
Maverick ტოპ განის გაგრძელებაა. ორიგინალი ფილმი 1986 წელს გამოვიდა და მალევე საკულტოს სტატუსი მოიპოვა. მთავარ როლს ორივე ნაწილში ტომ კრუზი ასრულებს.