პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, ყველაზე კრიტიკული პაციენტის, ბოლნისიდან გადმოყვანილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია და მას მკვეთრი დადებითი დინამიკა აქვს.
"იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე. სახეზე იყო მიუკარდიუმის გადატანილი ინფარქტი, ავტოკორონალური შუნტირება, შაქრიანი დიაბეტი, გულის იკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია. მოთავსებული იყო კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. ფასდებოდა, როგორც უკიდურესაც მძიმე, და, ხაზს ვუსვამ, ტერმინალური. შემოყვანიდან ბოლო 24 საათი არ ისაზღვრებოდა მიკროცირკულაციის მოშლის გამო ოქსიგენაცია. ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურია. მკვეთრი დადებითი დინამიკით არის, ბოლო 24 საათია მოხსნილია სუნთქვის აპარატიდან, აბსოლუტურად კონტაქტურია", - თქვა რატიანმა.
ლევან რატიანის თქმით, ქალი რამდენიმე საათი კრიტიკული მედიცინის დეპარტამეტში იქნება, შემდეგ კი თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანენ.
რატიანის ცნობით, კლინიკაში 69 პაციენტია, მათ შორის კორონავირუსი 22 პირს აქვს დადასტურებული.
მისივე თქმით, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში რამდენიმე პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია. მათ შორის არის 80 წლის ქალი. მისი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური.
"გემოდინამიკა გახდა სტაბილური. გაუმჯობესებულია ჟანგბადის ოქსიგენაციის პარამეტრები. ნევროლოგიური სტატუსი უკეთესია. ფასდება, როგორც სტაბილურად მძიმე - დადებითი დინამიკით", - თქვა მან.
რაც შეეხება მარნეულიდან გადმოყვანილ 79 წლის ქალს, რატიანის თქმით, მას მკვეთრი წონის დეფიცითი, სრული კახექსია აქვს. მისივე თქმით, ქალის მდგომარეობა კრიტიკული, თუმცა მართვადია.
რატიანის ინფორმაციით, გუშინ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ყველა ტესტის პასუხი უარყოფითი იყო, გარდა ერთისა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 130 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 26 ადამიანი გამოჯანმრთელდა. განემორებითი ტესტირება ჩაუტარდათ ახალშობილებსაც - მათი პასუხი კვლავ უარყოფითია და კლინიკას, ექიმის ინფორმაციით, დღეს დატოვებენ.
30 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კარანტინი გამოცხადდა, 21:00 საათიდან 00:06 საათამდე - კომენდანტის საათი.
21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მანამდე, კარანტინის რეჟიმში ორი მუნიციპალიტეტი, მარნეული და ბოლნისი იყო.





