კორონავირუსი აშშ-ში

ტრამპი ფლორიდას მოუწოდებს მიიღოს საკრუიზო გემი, რომელზეც კორონავირუსი გავრცელდა

Reuters

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფლორიდას მოუწოდა მიიღოს საკრუიზო გემი, რომელზეც კორონავირუსი გავრცელდა. ნიდერლანდების გემი MS Zaandam აშშ-ის სანაპიროსთან, ატლანტის ოკეანეშია და მის მიღებაზე ფლორიდის გუბერნატორი რონ დესანტისი უარს ამბობს.

"ვერ დავუშვებთ, რომ ადამიანები, რომლებიც ფლორიდელებიც კი არ არისნ, სამხრეთ ფლორიდაში გადმოვიდნენ და ჩვენთვის ღირებული რესურსები გამოიყენონ." თქვა მან. პორტში შეშვების ნაცვლად, გუბერნატორი გეგმავდა საკრუიზო გემთან სამედიცინო ხომალდი გაეგზავნა.

ტრამპა დესანტისს მოუწოდა ზურგი არ აქციოს პაციენტებს, რომლებიც გემზე იმყოფებიან.

"ისინი გემზე იხოცებიან. მე გავაკეთებ იმას, რაც მართებულია, არა მხლოდ ჩვენთვის, არამედ კაცობრიობისათვის." თქვა ტრამპმა.

კრუიზის მგზავრების 2/3, რომელთაც ვირუსი არ დაუდასტურდათ უკვე გადაიყვანეს სხვა გემზე. ვირუსის ნიშნები აქვს გემზე მყოფ 76 მგზავრს და ეკიპაჟის 117 წევრს. კორონავირუსი 8 ადამიანს დაუდასტურდა. ინფიცირებულთაგან 4 დაიღუპა.

გემზე იმყოფებიან ბრიტანეთის, აშშ-ის, კანადის, ავსტრალიის, გერმანიის, იტალიის, საფრანგეთის, ესპანეთის, ნიდერლანდების და ახალი ზელანდიის მოქალაქეები.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის პრეზიდენტს განსხვავებული პოზიცია ჰქონდა კალიფორნიის სანაპიროსთან მყოფი საკრუიზო გემის Grand Princess-ის პორტში შეშვებაზე. მაშინ მან თქვა, რომ არ სურდა პაციენტების გემიდან გადმოყვანით აშშ-ში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი გაზრდილიყო. საბოლოოდ, გემი 9 მარტს პორტში შეუშვეს.

ამჟამად აშშ კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ვირუსი დაუდგინდა 188,592 ადამიანს, დაიღუპა 4,055, გამოჯანმრთელდა 7,251. ფლორიდის შტატში ინფიცირების 6,741 შემთხვევა გამოვლინდა, დაიღუპა 85 ადამიანი.

კომენტარები