FACEBOOK კორონავირუსის კრიზისას მედიის დასახმარებლად დამატებით 100 მილიონს გაიღებს

Getty Images

სოციალური მედიის გიგანტი Facebook ახალი კორონავირუსის კრიზისას მედიის დასახმარებლად დამატებით 100 მილიონ დოლარს გაიღებს.

გაღებული თანხიდან, დაახლოებით 25 მილიონი დოლარით ლოკალური სააგენტოები დაფინანსდებიან Facebook-ის ჟურნალისტიკის პროექტის გავლით. დარჩენილი 75 მილიონი დოლარი კი მსოფლიოს გარშემო არსებული სააგენტოებისკენ მიემართება.

"ახალი ამბების ეკოსისტემის მხარდაჭერის მხრივ ჩვენი ძალისხმევის ფარგლებში და დასარწმუნებლად, რომ ყველას აქვს წვდომა გადამოწმებულ და დროულ ინფორმაციაზე, გავიღებთ 100 მილიონ დოლარს ჟურნალისტიკის დასახმარებლად, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ფოკუსირებულია ლოკალურ ამბებზე.

ახლა, ჟურნალისტები ძალიან მძიმე პირობებში მუშაობენ, რათა საზოგადოების ინფორმირება განაგრძონ და ამასთან ერთად, ბევრ გამოცემას უწევს გამკვლავება კრიზისის მიერ გამოწვეულ ეკონომიკურ შედეგებთან", - წერს ზაკერბერგი.

მარკ ზაკერბერგის ინფორმაციით, Facebook მომავალი წლების განმავლობაში ჟურნალისტიკის ხელშეწყობისთვის 300 მილიონი დოლარის დახარჯვას აპირებს.

"მედიის გადაუდებელი დახმარების ეს პროგრამა იმ 300 მილიონი დოლარის მიღმაა, რომელსაც სააგენტოებისა და განსაკუთრებით ლოკალური სააგენტოების მხარდასაჭერად დავხარჯავთ შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში. 

იმედი მაქვს, ამ პერიოდის განმავლობაში ეს დაეხმარებათ ჟურნალისტებს განაგრძონ თავიანთი კრიტიკული საქმიანობა ყველა ჩვენგანის ინფორმირების მიზნით", - წერს Facebook-ის დამფუძნებელი.

ცოტა ხნის წინ, მარკ ზაკერბერგმა და მისმა ცოლმა, პრისცილა ჩანმა ახალ კორონავირუსთან ბრძოლისთვის 25 მილიონი დოლარი გაიღეს.

კომენტარები