კარანტინი

ჭიაბერაშვილი: მედპერსონალის ტრანსპორტირება მთავრობამ უნდა უზრუნველყოს

IPN

ევროპულ საქართველოში ამბობენ, რომ მას შემდეგ რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აიკრძალა, მედპერსონალის ტრანსპორტირება მთავრობამ უნდა უზრუნველყოს. ამის შესახებ პარტიის წევრემა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ისაუბრა.

ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ ტრანსპორტის აკრძალვის შემდეგ გასათვალისწინებელია უამრავი დაბალხელფასიანი ექიმისა და ექთანის მდგომარეობა, რომლებსაც არ შეუძლიათ ტაქსის საფასურის გადახდა.

"გამოსავალი ვერ იქნება ვერც ამ ხარჯის საავადმყოფოებზე დაკისრება, რადგან კრიზისის დაწყებამდეც საავადმყოფოების ფინანსური მდგომარეობა და ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან მათ მიმართ დავალიანება უკვე იყო საზოგადოებაში განხილვის საგანი. ამიტომ აუცილებელია, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაწილი - ავტობუსები, სამარშრუტო ტაქსები ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა პირდაპირ მიამაგრონ კონკრეტულ საავადმყოფოებს და უზრუნველყონ რეგულარულად, ცვლების მიხედვით, მედპერსონალის გადაყვანა სახლიდან საავადმყოფოში და უკან," - ამბობს ჭიაბერაშვილი.

დღეიდან, 31 მარტიდან ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი მოქმდებს. 

იკრძალება: სამ ადამიანზე მეტის შეკრება, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა, სადაც მოქალაქეებმა უნდა დაიცვან ორმეტრიანი დისტანცია. 

ნებისმიერი სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება, მათ შორის, ჩერდება მეტროს და ავტობუსების მუშაობა.

06:00საათიდან 21:00 საათამდე მოქალაქეებს მხოლოდ ქვეითად ან მსუბუქი ავტომობილით შეეძლებათ გადაადგილება, მათ შორის ტაქსით. მანქანაში არ უნდა იჯდეს სამზე მეტი ადამიანი, ნებადართული მხოლოდ მძღოლი და უკან ორი ადამიანი. 

აკრძალულია 70 წელს გადაცილებული ადამიანის სახლიდან გასვლა, გარდა გარდაუვალი აუცილებლობისა. მათ შეუძლიათ მხოლოდ უახლოეს მაღაზიაში, აფთიაქში ან კლინიკაში წასვლა.

21 აპრილამდე ცხადდება ე.წ კომენდატის საათი - 21:00-დან დილის 06:00-მდე

კომენტარები