ბლეიქ ლაივლიმ და რაიან რეინოლდსმა ნიუ-იორკის ოთხ საავადმყოფოს $400 000 შესწირეს

Getty Images

ბლეიქ ლაივლიმ და რაიან რეინოლდსმა ნიუ-იორკის ოთხ საავადმყოფოს 400 000 დოლარი გადაურიცხეს.

წყვილმა დასახმარებლად ისეთი საავადმყოფოები აარჩია, სადაც დღის განმავლობაში ყველაზე მეტ პაციენტს იღებენ და შესაბამისად, ყველა მეტად ჭირდებათ თანხითა და სამედიცინო აღჭურვილობით დახმარება. 

მათ თითოეულ საავადმყოფოს 100 000 დოლარი შესწირეს.

ეს არ არის პირველი შემოწირულობა, რაც ბლეიქ ლაივლიმ და რაიან რეინოლდსმა პანდემიის დროს გააკეთეს. ცოტა ხნის წინ, მათ საქველმოქმედო ორგანიზაციებს - Feeding America-სა და Food Bank Canada-ს 1 მილიონი დოლარი გადაურიცხეს.

ამერიკაში, 31 მარტის მონაცემებით, ახალი კორონავირუსით ინფიცირების 164, 266 შემთხვევა არის დაფიქსირებული. გამოჯანმრთელებულია 5, 507 ადამიანი და გარდაცვლილია - 3,170.

კომენტარები