კორონავირუსი

მეუფე ნიკოლოზი: არ დავემორჩილებით კანონს, თუ ეს კანონი მცნების დარღვევისკენ მოგვიწოდებს

საგანგებო ვითარებაზე ყველა თანახმა ვართ, აუცილებელია, მაგრამ როდესაც პრემიერმინისტრი აცხადებს, რომ 10 ადამიანზე მეტი არ შეიძლება შეიკრიბოს, რას ნიშნავს? ამ ქალაქში მილიონნახევარი ადამიანია. აუცილებლად უნდა დასახელდეს ფართობი ან მოცულობა, რამდენ კუბამეტრ სივრცეში. ესე არ არის? გარეთ 10 ადამიანზე მეტი ხართ შეკრებილები და რას ნიშნავს, თქვენ ახლა არღვევთ კანონს? უნდა იყოს რეგულაციები. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით შევასრულოთ. ასეთი წესრიგი დღეს რომ იყო სამების ტაძარში მე არ მახსოვს. გამოვიდა არქიდიაკონი წირვის წინ და მოუწოდა ყველას, გაიწია ხალხი და დადგა ამ დისტანციაზე. კიდევ უფრო გავასწორებთ ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა, ერთბაშად, ერთ წამში ეს არ მოხდება. ქრისტიანები ვართ კანონმორჩილები ერთადერთ შემთხვევაში არ დავემორჩილებით კანონს, თუ ეს კანონი მცნების დარღვევისკენ მოგვიწოდებს. დანარჩენ შემთხვევში აუცილებლად კანონს დავიცავთ და ვეცდებით, რომ არც საზოგადოებას შევუქმნათ საფრთხე და არც საკუთარ თავს.

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი სამებაში, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ.

კომენტარები