თანასწორობის მოძრაობა

თანასწორობის მოძრაობა: სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ უფასოდ გამოიძახოთ აივ/შიდსის ტესტი

ორგანიზაცია თანასწორობის მოძრაობა სახლიდან გაუსვლელად, გამოძახებით მიაწვდის აივ/შიდსის ტესტებს, კონდომებსა და ლუბრიკანტებს მათ, ვინც რეგისტრაციას გაივლის საიტზე selftest.ge.

სერვისით სარგებლობა, მათ შორის, ტრანსპორტირება, უფასოა, რეგისტრაცია კი - ანონიმური.

Selftest.ge თანასწორობის მოძრაობისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ერთობლივი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში აივ ინფექცია/შიდსზე თვითტესტირების დანერგვას მსმ და ტრანს პოპულაციაში. ვებ გვერდის საშუალებით, მომხმარებელი უფასოდ და ანონიმურად იღებს სხვადასხვა სერვისს. მათ შესაძლებლობა აქვთ, სახლიდან გაუსვლელად მიიღონ კონდომები და ლუბრიკანტები, ასევე გაიკეთონ სწრაფი ტესტი აივ ინფექცია/შიდსზე. საიტზე ვკითხულობთ, რომ სამომავლოდ, მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, გაიკეთონ სწრაფი ტესტი სიფილისზე, ბ და ც ჰეპატიტზე.

კომენტარები