კორონავირუსი საქართველოში

ჩიქოვანი: საქართველოში ადგილობრივი პირბადეების და სადეზინფექციო ხსნარების წარმოება დაიწყო

პრემიერმინისტრის მრჩევლის ირაკლი ჩიქოვანის ინფორმაციით, საქართველოში ადგილობრივი პირბადეებისა და სადეზინფექციო ხსნარების წარმოება დაიწყო. 

"გვექნება საშუალება, რომ პირველ რიგში დავაკმაყოფილოთ ის მოთხოვნილება, რომელიც გააჩნიათ იმ ადამიანებს, ვინც არიან კორონავირუსის ბრძოლის წინა ხაზზე და შემდეგ ყველა ჩვენი თანამოქალაქის," - თქვა ჩიქოვანმა

მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო მზად არის კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული შესაძლო გართულებებისთვის და ასევე მუშაობენ, რომ იყოს სწრაფი ტესტების მარაგები. ჩიქოვანი ამბობს, რომ სახელმწიფო სექტორში უკვე გამოთავისუფლებულია საწოლები და საჭიროების შემთხვევაში კერძო კლინიკებიც მზად არიან დასახმარებლად. 

ჩიქოვანი ასევე აღნიშნავს, რომ ქვეყანაში საკვების მარაგის პრობლემა არ შეიქმნება.

"გუშინ იყო მიღებული გადაწყვეტილება, სადაც 7 ძირითად პროდუქტზე დაევალა სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ბიზნესთან ერთად კონსულტაციებით, შეგვექმნა მექანიზმი, ფასების შეკავების. ეს მექანიზმი უკვე პრაქტიკულად არის შეთანხმებული როგორც სახელმწფოს მხრიდან ისე ბიზნესთან. უკვე საუბარია 9 პროდუქტზე. მოქალაქეებს შეუძლია იყვნენ მშვიდად, რომ ამ თვალსაზრისით ფასების ზრდა არ იქნება," - ამბობს ჩიქოვანი.

საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსის 40 შემთხვევა არის დადასტურებული, ერთი ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. 

 

კომენტარები