საბედნიეროდ, ამ მომენტისთვის ვითარება აბსოლუტურად კონტროლირებადია ჯერჯერობით. პრინციპში ყველა ახალი ავადმყოფი იყო უკვე მეთვალყურეობის ქვეშ, თვითიზოლაციაში, ისინი იყვნენ ცნობილი შემთხვევის კონტაქტები.
ეს მუშაობა გრძელდება. უამრავი ადამიანია დღეს კონტაქტი, რომელზეც დაკვირვება მიმდინარეობს. გაცილებით უფრო მეტია კარანტინში, ვინც ჩამოსულები არიან, თვითიზოლაციაში არიან კიდევ უფრო მეტნი. ასე რომ, ჯერჯერობით ხერხდება ის, რომ ქვეყანაში მატება იყოს ცალობით და არა ათეულობით





