საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირების 38 შემთხვევაა გამოვლენილი.
ქვეყანაში კორონავირუსისგან განკურნების 1 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებული პაციენტი ინფექციური საავადმყოფოდან უკვე გაწერილია.
გუშინ, 17 მარტს, მარინა ეზუგბაიამ თქვა, რომ 34 ინფიცირებულიდან ინფიცირების წყარო ერთ პირთან ცნობილი არ იყო.





