Met Gala

2020 წლის MET GALA გაურკვეველი დროით გადაიდო

Vogue

2020 წლის Met Gala კორონავირუსის გამო გაურკვეველი დროით გადაიდო - ამის შესახებ ანა ვინტურმა ვოგისთვის დაწერილ წერილში ისაუბრა.

ანა ვინტურმა 16 მარტს წერილი გამოაქვეყნა, სადაც ის დონალდ ტრამპზე წერით იწყებს, შემდეგ წერს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს ჯო ბაიდენს დაუჭერს, ხოლო სულ ბოლოს 2020 წლის Met Gala-ს გადადებაზე საუბრობს.

"მეტროპოლიტენის მუზეუმის მიერ მიღებული აუცილებელი და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილების გამო, რომ გარკვეული დროის განმავლობაში დაიხურონ, Met Gala დათქმულ დროს არ ჩატარდება", - წერს ამერიკული ვოგის რედაქტორი.

Met Gala ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ღონისძიებაა და ის ყოველწლიურად მეტროპოლიტენის მუზეუმში ტარდება. 1995 წლიდან დღემდე საღამოს ორგანიზატორი ჟურნალი ვოგი და შესაბამისად ანა ვინტურია. 

კომენტარები