აშშ-ში ახლი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 75-მდე გაიზარდა. გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 634 ახალი შემთხვევა, სულ კი დაინფიცირებულია 4,314 ადამიანი.
თეთრმა სახლმა მოსახლეობას მოუწოდა, არ შეიკრობონ 10 ადამიანზე მეტი, მოერიდონ თავშეყრის ადგილებს და შეეცადონ თავი შეიკავონ მოგზაურობისგან.
ამ დროის მონაცემებით, ახალი კორონავირუსით მსოფლიოში 181,310 პირია ინფიცირებული, აქედან 78,328 გამოჯანმრთელდა, ხოლო 7,128 ადამიანი გარდაიცვალა.





