თბილისის საქალაქო სასამართლო

სასამართლო: ბოლო დღეებში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა მიმართვიანობა გაზარდეს

თბილისის საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლოს ცნობით, მას შემდეგ, რაც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო საქმის ელექტრონული რეგისტრაცია უფასო გახდა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა სასამართლოში ჩვეულებრივზე ბევრად მეტი სარჩელი წარადგინეს.

სასამართლო აცხადებს, რომ ის"დისტანციური გრაფიკით შრომის რეჟიმზე გადავიდა, თუმცა ამ ფონზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა არასამუშაო დღეებშიც ფიზიკურ პირთა წინააღმდეგ სამოქალაქო სარჩელებით მომართვიანობა გაზარდეს შემდეგი დავის საგნით - ფულადი ვალდებულებების შეუსრულებლობა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე.

სასამართლო განმარტავს, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეკომენდაციების საფუძველზე, იდება/გადავადდება სამოქალაქო/ადმინისტრაციულ საქმეთა განხილვები.

იმედს ვიტოვებთ, რომ საფინანსო ორგანიზაციები გამოიჩენენ მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობას და უფასო დისტანციური სერვისებით ბოროტად არ ისარგებლებენ. აქვე გაცნობებთ, რომ სასამართლოში ყოველდღიურად მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები და კვლავ მოვუწოდებთ მოქალაქეებს მაქსიმალურად შეზღუდონ სასამართლოში ვიზიტი", - წერია განცხადებაში.

კომენტარები