კორონავირუსი

დონატელა ვერსაჩემ და მისმა შვილმა მილანის საავადმყოფოს 200 000 ევრო გადაურიცხეს

Getty Images

დონატელა ვერსაჩემ და მისმა შვილმა, ალეგრა ვერსაჩე ბეკმა, მილანში არსებულ San Raffaele-ს საავადმყოფოს 200 000 ევროს გადაურიცხეს.

San Raffale-ს საავადმყოფოში კორონავირუსისგან ინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობენ.

"ასეთ დროს მნიშვნელოვანია, რომ გავერთიანდეთ და როგორც შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ მათ, ვინც მოწინავე რიგებში არიან და ყოველდღიურად ასეულობით სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან. ამიტომ, მე და ალეგრამ გადავწყვიტეთ პერსონალურად გადავურიცხოთ 200 000 ევრო San Raffale-ს საავადმყოფოს მილანში.

ჩვენი გულები იმ ადამიანებთან არის, რომლებიც ვირუსმა დააზარალა და ასევე, იმ ექიმებთან და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან, რომლებიც გმირულად, გაუჩერებლად მუშაობდნენ უკანასკნელი კვირების განმავლობაში, რათა ჩვენთვის საყვარელ ადამიანებზე ეზრუნათ", - წერია იტალიელი დიზაინერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გასულ კვირას, მილანის სამ საავადმყოფოსა და რომის ერთ საავადმყოფოს 1.25 მილიონი ევრო გადაურიცხა ჯორჯო არმანიმაც.

16 მარტის მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსით 24 747 ადამიანია დაინფიცირებული. ვირუსის შედეგად გარდაცვლილია 1 809 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 2 335.

კომენტარები