კორონავირუსი

გერმანიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსი დაუდასტურდა

University of Michigan News

გერმანიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსი დაუდასტურდა, ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. 

სამინისტროში ამბობენ, საქართველოს საკონსულო მასთან მუდმივ კონტაქტზეა და საჭიროების შემთხვევაში საჭირო დახმარებას აღმოუჩენს.

სამინისტროს ინფორმაციით, გერმანიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეს აქვს ვირუსის მსუბუქი ფორმები . იგი არ ექვემდებარება სტაციონალურ მკურნალობას და მკურნალობას გადის ადგილზე გერმანელი მედიკოსების მეთვალყურეობის და მონიტორინგის ქვეშ

"გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს იგი რეკავდა საკონსულოს ცხელ ხაზზე და მას არ პასუხობდნენ, მოქალაქესთან კომუნიკაციის შემდეგ , აღმოჩნდა რომ არ არის სიმართლე და უზუსტობას ჰქონდა ადგილი. იგი არ რეკავდა გერმანიაში საქართველოს საელჩოს და სამივე საკონსულო ოქლის მითითებულ ცხელ ხაზზე. ის რეკვდა სხვა ნომერზე," - წერია განცხადებაში.

 

კომენტარები