კორონავირუსი

კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა მსოფლიოში 5000-ს გადააჭარბა, გამოჯანმრთელდა 70 718 პირი

University of Michigan News

კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა მსოფლიოში 5081-ია. გამოჯანმრთელდა 70 718 ადამიანი. სულ მსოფლოს 132 ქვეყანაში Covid 19-ით ინფიცირების 138 240 შემთხვევაა აღრიცხული.

ამ დროისთვის დაავადებული რჩება 62,441 ადამიანი. მათი 9%-ის (5,759 პაციენტი) მდგომატრეობა სერიოზული ან კრიტიკულია.

კორონავირუსით ინფიცირების (80,815) და გარდაცვალების (3,177) ყველაზე მეტი შემთხვევა კვლავ ჩინეთშია აღრიცხული. აღსანიშნავია, რომ ბოლო კვირებში ჩინეთში ეპიდსიტუაცია უმჯობესდება - ბოლო 24 საათში მთელ ქვეყანაში მხოლოდ 22 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 8 ადამიანი.

ჩინეთის შემდეგ ყველაზე მეტი დაინფიცირებული (15,113) და დაღუპული (1,016) იტალიას ჰყავს. მას მოსდევს ირანი - 11,364 დაავადებულით და 514 გარდაცვლილით. დაავადების 7,979 შემთხვეაა გამოვლენილი სამხრეთ კორეაში, 3,958 - ესპანეთში, 3,116 - გერმანიაში, 2,876 - საფრანგეთში, 1,832 - აშშ-ში, 1,135 - შვეიცარიაში. 

რაც შეეხება საქართველოს, აქ კორონავირუსით ინფიცირების 25 შემთხვევაა დადასტურებული.

კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 11 მარტს პანდემიად გამოაცხადა.

კომენტარები