რა თქმა უნდა, როდესაც ინფექციის გადატანა ხდება უკვე ქვეყანაში, მოსახლიდან მოსახლეზე, სიტუაცია უკვე რთულდება, თუმცა, ესეც არ იძლევა მოსახლეობისთვის პანიკის საფუძველს იმ შემთხვევაში თუ ჩვენი მოქალაქეები იქნებიან მაღალი პასუხისმგებლობის მატარებლები და გაითვალისწინებენ ყველა იმ რეკომენდაციას, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო იძლევა. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო გამარტივდება ჯანდაცვის სპეციალისტებისთვის მართვა ინფექციის გადადების, ისევე როგორც, თვითონ ჩვენი მოქალაქეები იქნებიან უფრო მეტად დაცულები.
მე მაქვს კვლავ ძალიან დიდი თხოვნა მოსახლეობის მიმართ - თუ მათ აქვთ ეჭვი, რომ ჰქონდათ ინფიცირებულ პერსონასთან ურთიერთობა, თავი შეიკავონ სახლიდან გასვლისგან, დარეკონ ცხელ ხაზზე და შეგვატყობინონ. ჩვენი სპეციალისტები მივლენ ადგილზე, შეუვსებენ კითხვარს, რის შემდეგაც გვექნება ინფორმაცია სარისკო ფაქტის შესახებ და შეგვეძლება, დავგეგმოთ პრევენციული ღონისძიებები და შემდგომი ნაბიჯები მათი უსაფრთხოებისთვის





