NewsLongreads
NewsLongreadsარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi

მეტრო და ავტობუსები სადეზინფექციო ხსნარით დაამუშავეს

შაბათი, 7 მარტი, 2020 - 02:14
თბილისის მერია
tbl.ge/4ia3
დაკოპირდა
თბილისის მერია
თბილისის მერია
თბილისის მერია
თბილისის მერია
თბილისის მერია
თბილისის მერია

თბილისის მერიის ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელების პროფილაქტიკის მიზნით, მუნიციპალური ტრანსპორტი სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით ყოველდღიურად მუშავდება. 

კახა კალაძის თქმით, შესაბამისი უწყებების რეკომენდაციები ზედმიწევნით სრულდება.

"ყოველ საღამოს, როდესაც სრულდება სამუშაო საათები, ავტობუსები ირეცხება და მუშავდება შესაბამისი ხსნარით. ასევე, დილით, ვიდრე გავლენ სამუშაოდ, ნახევარი საათით ადრე ხდება ავტობუსების დამუშავება. მსგავსი პროცესი მიმდინარეობს  ყველა მეტროსადგურში" , - ამბობს კალაძე.

მერიის ცნობით, გარდა იმისა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი სპეციალური ხსნარებით ყოველდღიურად მუშავდება, დასუფთავება და სველი წესით დამუშავება სისტემატურად ხდება სატრანსპორტო კომპანიის მფლობელობაში არსებულ ყველა ტიპის ტრანსპორტშიც: მუნიციპალურ ავტობუსებში, მეტროსადგურებსა და მოძრავი შემადგენლობების ვაგონებში, ასევე, დამატებითი დეზინფექცია უტარდება რიყე-ნარიყალას საბაგირო გზის სადგურებსა და გონდოლებს. უწყებაში ამბობენ, რომ შესაბამისი ღონისძიებები მიკრობაკფორტეს, ლიზოფორმინის, სტერისეპტფორტეს, ბაქტიციდისა და მიროდეზ ბაზიკის სადეზინფექციო საშუალებებით სრულდება.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 9 შემთხვევაა დადასტურებული, კარანტინში იმყოფება 140 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 42.

კორონავირუსიკორონავირუსი საქართველოშიდეზინფექციათბილისის მერიამეტროავტობუსებიკახა კალაძე

კომენტარები

ბოლო სიახლეები

PACE-მ საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 22:04

PACE-მ საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა - დროა
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 20:09

პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა - დროა

მასწავლებლის ჯილდოს კონკურსს 120-ზე მეტი მონაწილე ჰყავს - პროექტის მხარდამჭერია BOG (რ)
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 19:36

მასწავლებლის ჯილდოს კონკურსს 120-ზე მეტი მონაწილე ჰყავს - პროექტის მხარდამჭერია BOG (რ)

საქართველოს ბანკი x Galleria Tbilisi - დააგროვეთ 10-ჯერ მეტი MR ქულა Amex ბარათით გადახდისას (რ)
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 18:26

საქართველოს ბანკი x Galleria Tbilisi - დააგროვეთ 10-ჯერ მეტი MR ქულა Amex ბარათით გადახდისას (რ)

პესკოვის მტკიცებით, ოკუპირებული ცხინვალის ლიდერის შეცვლა რუსეთთან შეერთებას არ უკავშირდება
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 17:58

პესკოვის მტკიცებით, ოკუპირებული ცხინვალის ლიდერის შეცვლა რუსეთთან შეერთებას არ უკავშირდება

ყველაზე კითხვადი

ბელარუსის ოპოზიციამ ზელენსკი გააფრთხილა, რომ ლუკაშენკოს ომში ჩართვის გეგმები აქვს
1ბელარუსის ოპოზიციამ ზელენსკი გააფრთხილა, რომ ლუკაშენკოს ომში ჩართვის გეგმები აქვს
2Meduza-ს წყარო თვლის, რომ კრემლში ოკუპირებული ცხინვალის შეერთებას ხელახლა განიხილავენ
3ვინც 1-ელ ოქტომბრამდე განაცხადებს, რომ ფიქციურ ქორწინებაშია სასჯელისგან გათავისუფლდება
4ლავროვი იმუქრება, რომ საჭიროების შემთხვევაში ბელარუსს "მთელი ზომების კომპლექსით" დაიცავენ
5რუსეთმა შავ ზღვაში ოთხ სავაჭრო გემზე იერიში მიიტანა – დაიღუპა ერთი მეზღვაური

ბოლო ვიდეო

ნარკოდანაშაულის ბრალდებით ზუგდიდში უკრაინის 2 მოქალაქე დააკავეს
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 11:37ნარკოდანაშაულის ბრალდებით ზუგდიდში უკრაინის 2 მოქალაქე დააკავეს

გირჩევთ

საპატრიარქო კანდიდატობის კრიტერიუმები და ეპისკოპოსობა ეკლესიაში
გიორგი ხობუა
საპატრიარქო კანდიდატობის კრიტერიუმები და ეპისკოპოსობა ეკლესიაში
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში