ფილმის Logan სამი წელი შეუსრულდა. ჰიუ ჯეკმანმა, რომელიც ლოგანის პერსონაჟს ასრულებს, ინსტაგრამზე თარიღი აღნიშნა და დაწერა, რომ ეს მისი ცხოვრების როლი იყო.
ჰიუ ჯეკმანი ლოგანის როლში პირველად 2000 წელს, ფილმში X-men გამოჩნდა. მარველის კომიქსების მიხედვით გადაღებულ ფილმებში ის ბევრი წლის განმავლობაში ჩნდებოდა და ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პერსონაჟადაც იქცა, რომელზეც დამოუკიდებელი ფილმებიც გადაიღეს.
Logan-ის გამოსვლიდან სამი წლის გასვლა ინსტაგრამზე ჯეკმანის მეგობარმა, მსახიობმა - რაიან რეინოლდსმაც აღნიშნა.