Suicide Squad 2

ფილმის Suicide Squad მეორე ნაწილის გადაღებები დასრულდა

Variety

ფილმის Suicide Squad მეორე ნაწილის გადაღებები დასრულდა. ამის აღსანიშნავად რეჟისორმა ჯეიმს განმა ინსტაგრამ გვერდზე ფოტო გააზიარა.

"გადაღება დავასრულეთ. გადაღებების დაწყებამდე ორი კვირით ადრე მამაჩემი გარდაიცვალა, ხოლო გადაღებების დასრულებამდე ორი კვირით ადრე - ჩემი ძაღლი. ეს მძიმე და რთული დრო იყო ჩემს ცხოვრებაში და ასევე ერთ-ერთი ყველაზე ნოყიერი პერიოდი ჩემს კარიერაში. პროფესიონალიზმი, ნიჭი, თანაგრძნობა და სიკეთე ჩემს შთაგონებად იქცა. თითოეული თქვენგანის მადლობელი ვარ. თქვენი დამსახურებაა, რომ ფილმებს ვიღებ." დაწერა განმა.

ფილმში ვიხილავთ: მარგო რობის, იდრის ელბას, ჯონ სინას, ვიოლა დევისს,პიტერ კაპალდის და სხვებს. 

 

კომენტარები