ცნობილი ადამიანები

პრინცი ჰარი და BON JOVI ერთად სიმღერას გამოუშვებენ

პრინცი ჰარი და ბონ ჯოვი ერთად სიმღერას გამოუშვებენ - მათი ვიდეო ჩამწერი სტუდიიდან უკვე გავრცელდა.

პარასკევს, SussexRoyal-ის ინსატაგრამის გვერდზე ვიდეო დაიდო, სადაც პრინცი ჰარი და ბონ ჯოვი Abbey Road Studios-ში არიან და სიმღერა "Unbroken"-ის ახალ ვერსიას წერენ.

"გითხარით, რომ პატარა მონაკვეთს განახებდით. დაელოდეთ მეტ სიახლეს", - დაწერა გვერდმა.

SussexRoyal-ის ინრატაგრამის გვერდზე, ასევე გავრცელდა ფოტოები, სადაც პრინცი ჰარი, ბონ ჯოვი და კიდევ ორი ადამიანი Abbey Road-ზე გადადიან და ცდილობენ, რომ ჯგუფი ბიტლზის ალბომის ცნობილი გარეკანი გაიმეორონ.

ბონ ჯოვის თქმით, პრინც ჰარისთან მუშაობისას პრობლემა შეექმნა, რადგან არ იცოდა მისთვის როგორ მიემართა და საბოლოოდ ასეთი გამოსავალი იპოცა - "არტისტი, რომელიც პრინცად იყო ცნობილი".


ფოტო: www.instagram.com/sussexroyal/

კომენტარები