ჯანდაცვის სამინისტრო ყველა უწყებასთან მუდმივ კოორდინაციაშია. ჩვენ მზად ვართ, გავუწიოთ მათ რეკომენდაციები და დავეხმაროთ პროცესის მართვაში.
ამ ეტაპისთვის 170-მდე მგზავრი იმყოფება კარანტინის რეჟიმში. მინდა, მათ მადლობა გადავუხადო მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისა და იმ მზაობისთვის, რეკომენდაციების გათვალისწინებისთვის, რომელსაც ჩვენ და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ვუწევთ. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო იმ მგზავრებს, რომლებიც სამომავლოდ იქნებიან იდენტიფიცირებულები და გამოხატავენ მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობასა და ნებას, მოახდინონ სახუთარი თავის თვითიზოლაცია.





