საქართველოს ფარგლებს გარეთ ნებისმიერი რაოდენობის პირბადის გაგზავნა აიკრძალა

საქართველოს ფოსტამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ ნებისმიერი რაოდენობის პირბადის გაგზავნა აიკრძალა.

"საქართველოს ფოსტა გაცნობებთ, რომ 2020 წლის 27 თებერვლიდან იკრძალება საქართველოს ფარგლებს გარეთ საფოსტო გზავნილით (მიუხედავად გზავნილის სახეობისა), ნებისმიერი რაოდენობის სამედიცინო დანიშნულების ნიღბის (პირბადის) გაგზავნა." - ვკითხულობთ განცხადებაში.

ფოსტა მოსახლეობას აფრთხილებს, რომ აკრძალვის მიუხედავად პირბადის გაგზავნის შემთხვევაში, გზავნილი ჩამორთმევას ან უკან დაბრუნებას ექვემდებარება გზავნილის ღირებულების ანაზღაურების გარეშე.

საქართველოში პირბადეებზე დეფიციტი მას შემდეგ შეიქმნა, რაც ახალი კორონავირუსი ჩინეთიდან მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა და 26 თებერვალს საქართველოშიც დაფიქსირდა.

კომენტარები