ოპოზიციის შეხვედრა

ბესელია ოპოზიციის შეხვედრაზე მერაბიშვილის მისვლაზე: არ მგონია უნდა მოვიდეს, მისი ადგილი არაა

ვანო მერაბიშვილის მიმართ არ შემცვლია წარმოდგენა, რასაც ვფიქრობდი ასე ვფიქრობ დღესაც. გავიმეორებ, თუ საჭიროა იმათთვის, ვინც სკეპტიკურად უყურებს ამ პროცესს, მე აქ [ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციის შეხვედრაზე] ვარ მხოლოდ იმიტომ, რომ ორი მთავარი რამეა გასაკეთებელი, ერთი, რომ ამ ქვეყანაში უნდა დალაგდეს მართლმსაჯულების სისტემა და მეორე, წინასაარჩევნო წინაპირობები უნდა იყოს სამართლიანი, რათა ამ ქვეყანაში არჩევნების ჩატარებას აზრი ჰქონდეს. მე არ მგონია, რომ ის [ვანო მერაბიშვილი] ლეიბორისური პარტიის ოფისში უნდა მოვიდეს, არ ვხედავ მე მის ადგილს აქ. არ ვაპირებ მასთან არანაირ კონსულტაციებს და არავითარ საუბარს.

ამბობს ვანო მერაბიშვილზე პარლამენტის წევრი ეკა ბესელია ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციის მორიგი შეხვედრის დაწყებამდე.

კომენტარები