აშშ-საქართველო

სენატის კომიტეტი: კრის სოჩა "სირცხვილიას", "გაბედეს", "შეცვალეს" ლიდერებს მათ როლზე ესაუბრა

dailypolitical.com

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის ხელმძღვანელი კრის სოჩა, რომელიც ვიზიტით საქართველოში იმყოფება, მოძრაობების "სირცხვილია", "გაბედე" და "შეცვალე" წარმომადგენლებს შეხვდა.

სენატის კომიტეტის ცნობით, შეხვედრაზე სოჩამ განიხილა საქართველოს მიმდინარე პოლიტიკური კლიმატი და ისაუბრა მსგავსი ჯგუფების მნიშვნელოვან როლზე ქვეყნის დემოკრატიული ტრადიციების გაღრმავებაში.

მან აღნიშნა, რომ მათი ხმები და მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიის გრძელვადიანი წარმატებისთვის.

ვიზიტის ფარგლებში სოჩა უკვე შეხვდა საქართველოს პრემიერმინისტრს და ხელისუფლების სხვა წევრებს, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

19 თებევალს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ აპარატის ხელმძღვანელმა ისაუბრა "საქართველოს დემოკრატიისა და მმართველობის შესუსტების პრობლემებზე".

განცხადებისვე მიხედვით, სოჩამ "ჩამოიტანა სენატის კომიტეტის თავმჯდომარის სენატორ ჯიმ რიშის მკაფიო გზავნილი იმის შესახებ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, თუმცა, სახელმწიფო ორგანოებმა პატივი უნდა სცენ ყველას პოლიტიკურ უფლებებს და განაგრძონ ანგარიშვალდებულების სისტემის განმტკიცება, რაც უზრუნველყოფს ხელისუფლების ძალაუფლების სათანადო შეზღუდვას."

 

კომენტარები