მე არასრულ ერთ წუთში გითხარით უკვე 4 გრანდიოზული, დიდი ამბავი, რომლის გადაწყვეტასაც ათასობით მოქალაქე ელოდებოდა წლების განმავლობაში და გადაწყვიტა ჩვენმა ხელისუფლებამ ჩვენი მოქალაქეების სასარგებლოდ. მე არ დამცალდა, არ მაცადეთ და მაგალითად, კომპანია სვეტის მიერ დაზარალებული 2500 მოქალაქისათვის აი, დღეს იწყება ნებართვების გაცემა, რომ მათი სახლები აშენდეს, უამრავი ასეთი საკითხია. [...] მე ვარ ხელისუფლების წარმომადგენელი, მე ვარ ვალდებული პოზიტიური დღის წესრიგი შევქმნა ჩემს თანაგუნდელებთან ერთად ამ ქვეყანაში, ნაკლები იყოს ნეგატიური, ნაკლები იყოს სანერვიულო ჩვენი მოქალაქეებისთვის და მეტი იყოს გაკეთებული საქმე, მხარდაჭერა ჩვენი მოქალაქეების. ამაში ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ.
ზაზა გაბუნია
გაბუნია: არასრულ ერთ წუთში გითხარით 4 გრანდიოზული ამბავი, რომელიც ხელისუფლებამ გადაწყვიტა
tbl.ge/4ghj
დაკოპირდა

საქართველოს პარლამენტის წევრი ქართული ოცნებიდან, ზაზა გაბუნია ტვ პირველის ეთერში. "ოთხ გრანდიოზულ ამბავს" შორის ზაზა გაბუნიამ დაასახელა სითი პარკის დავალიანებების ჩამოწერა, ბახტრიონის და საბურთალოს ქუჩების კუთხეში კორტების აშენება, კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულებისთვის "ათასობით კვადრატული მეტრის" გამოყოფა და კორპუსების მშენებლობა.
ამავე თემაზე
- ზაზა გაბუნია მექსიკაში საქართველოს ელჩი აღარ იქნება
- ზაზა გაბუნია მექსიკაში საქართველოს ელჩად დაინიშნა
- გაბუნია: "არავინ იფიქროს ვამადლი" - ეს ციტატა ივანიშვილის საშვილიშვილო ღვაწლს ასახავს
- გაბუნია ავტობუსში: გარეგნული ფორმით ვუსვამ ხაზს მათი საჭიროებებისადმი ყურადღებას
- ზაზა გაბუნია ავტობუსში ავიდა, რის შესახებაც მან ამომრჩეველს ამცნო




