ხიდაშელი შოთაძეზე: იმედია, საკმარის ადამიანს ესმის, რომ ასეთი თავხედი ხელისუფალი არ გვყოლია

რამდენიმე საათში შოთაძე ისევ მთავარი პროკურორი გახდება! ამ პროცესს დღეს და ხვალ ვერაფერი შეაჩერებს!

არა მგონია, რაიმე აზრი ჰქონდეს ახლა იმაზე წერას, რატომ არის ეს გადაწყვეტილება, უბრალოდ, მეგა-პოლიტიკური უზნეობა. ნებისმიერი დეპუტატი, რომელიც დღეს მის პროკურორობას ხმას მისცემს, სწორედ ამ მეგა-პოლიტიკური უზნეობის შემოქმედი და თანაავტორი იქნება.

მხოლოდ იმის იმედს ვიტოვებ, რომ საკმარისია იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც ჯერ კიდევ ესმის, რომ ასეთი თავხედი ხელისუფალი არასოდეს გვყოლია და მასთან ერთად გატარებული ყოველი დღე ჩვენი ისედაც ძალიან მყოფე სახელმწიფოებრიობის მსხვრევის პროცესს სულ უფრო აძლიერებს.

იმედს ვიტოვებ, რომ ეს სიბრაზე რომელიც ახლა მე მახრჩობს, ასიათასობით ჩვენს თანამოქალაქეს აქვს და არჩევნებზე საარჩევნო ყუთებზე აისახება. დღეს სხვა ყველაფერი, უბრალოდ, ბელეტრისტიკაა

წერს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი. ყოფილ გენერალურ პროკუროს და გენერალური პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძეს კენჭს 18 თებერვალს პარლამენტის სესიაზე უყრიან.

კომენტარები