ოხანაშვილი: შოთაძის სახელი სამართლიანობის აღდგენას უკავშირდება, მხარს დავუჭერთ

რაც შეეხება ირაკლი შოთაძის მხარდაჭერას, ვინაიდან მისი სახელი უკავშირდება სამართლიანობის აღდგენის მიმართულებით არაერთი გახმაურებული საქმის გახსნას, ვინაიდან მისი სახელი უკავშირდება 50 მილიონზე მეტი ლარის ქონების დაბრუნებას დაზარალებულებისთვის, სისტემაში ახალი, მნიშვნელოვანი რეფორმების დანერგვას და გატარებას, აქედან გამომდინარე, ჩვენ მას მხარს დავუჭერთ.

ამბობს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი. ყოფილ გენერალურ პროკურორს და ახლა გენერალური პროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს, დღეს, 17 თებერვალს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა სხდომაზე მოუსმენენ. ხვალ, 18 თებერვალს კი მის კანდიდატურას სესიაზე უყრიან კენჭს.

კომენტარები