კომუნიკაციების ეროვნული კომისია

GNCC-მა "მთავარი" ხელისუფლებისადმი კრიტიკული რგოლის დაგვიანებით ჩახსნის გამო დააჯარიმა

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მთავარი არხი ხელისუფლების მიმართ კრიტიკული ვიდეორგოლის ბადიდან 23-დღიანი დაგვიანებით ამოღების გამო 2 500 ლარით დააჯარიმა.

ინფორმაციას ამის შესახებ თავად კომუნიკაციების ეროვნული კომისია ავრცელებს და გადაწყვეტილება იმით ხსნის, რომ კერძო არხზე ვიდეო არაწინასაარჩევნო პერიოდში გავიდა. 

ბიძინა ივანიშვილის შეუსრულებელ დაპირებებზე, კრიმინალურ ვითარებასა და მძიმე სოციალურ მდგომარეობაზეა საუბარი.

30 დეკემბერს კომისიამ მთავარი არხი წერილობით გააფრთხილა და დაავალდებულა, ბადიდან მოეხსნა ვიდეორგოლი. 

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ცნობით, 6 თებერვალს გამართულ სხდომაზე მთავარი არხის წარმომადგენელმა თქვა, რომ კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, საეთერო ბადიდა რეკლამები უკვე ამოღებულია. 

"კომისიის მხრიდან განხორციელებული მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ პოლიტიკური რეკლამები მაუწყებელის საეთერო ბადიდან, არა კომისიის მიერ მიცემულ ვადაში, არამედ 23 დღის შემდეგ - 5 თებერვალს იქნა ამოღებული," - წერს კომისიის ეროვნული კომისია. 

კომენტარები