კომუნიკაციების ეროვნული კომისია

ბექაური: ბილაინის გაყიდვა მისი ბაზრიდან გაქრობას არ ნიშნავს

მფლობელის მიერ "ბილაინის" გაყიდვა არ ნიშნავს, რომ ის ბაზარზე არ იარსებებს. ასე, რომ არავითარი მესამე კომპანიის გაქრობა არ იგეგმება ბაზრიდან და მე ეს პირველივე კომენტარში განვაცხადე, თუმცა მაინც მოხდა ამ კომენტარის ინტერპრეტაცია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სამი კომპანია დღევანდელ საკომუნიკაციო ბაზარზე იმისთვის, რომ საცალო კონკურენცია იყოს, საკმარისია. დღევანდელი გადასახედიდან და ბაზრის მოცულობიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ოთხი მოთამაშე ბევრია და ოთხ მოთამაშეზე გადანაწილებულმა ბაზარმა შესაძლოა პრობლემები შექმნას: შემცირდება შემოსავლები, შემცირდება მოგება, შემცირდება ინვესტიციებიც სამომავლო განვითარებაში იმიტომ, რომ ეს სფერო ტექნოლოგიური სფეროა და ძალიან სწრაფად ითხოვს მოდერნიზებას

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური ამბობს, რომ მის მიერ კომპანია "ბილაინთან" დაკავშირებულ განცხადებას არასწორი ინტერპრეტაცია მოჰყვა

კომენტარები