კომუნიკაციების ეროვნული კომისია

კახა ბექაური კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარედ მეორე ვადით აირჩიეს

კომუნიკაციების კომისიის წევრებმა კახა ბექაური კომისიის თავმჯდომარედ მეორე ვადით აირჩიეს. ბექაური კომისიას მომდევნო სამი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. 

კახა ბექაური 2014 წლიდან კომუნიკაციების კომისიის წევრია, ხოლო 2017 წლიდან - კომისიის თავმჯდომარის პოზიციას იკავებს.

ჯერ კიდევ 2017 წლის დეკემბერში, ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო აცხადებდა, რომ კახა ბექაურს თანამდებობის დაკავებისათვის კანონით დადგენილი აკადემიური ხარისხი არ გააჩნია. ორგანიზაციაში აღნიშნავდნენ, რომ ბექაური მათემატიკოსია, კანონი კი კომისიის წევრობისთვის აუცილებელ პირობად სხვა სპეციალობის განათლებას ითხოვს. TI-ის აზრით, ეს საკმარისი მიზეზი უნდა ყოფილიყო იმისათვის, რომ კახა ბექაური დაკავებული თანამდებობიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე გადამდგარიყო.

კომენტარები