გიგი უგულავას საქმე

ევროპელი სოციალისტები: მხარს ვუჭერთ უგულავას საქმეზე შემსწავლელი მისიის შექმნას

ქართული ოცნება

ევროპელი სოციალისტების პარტია მხარს უჭერს გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით ფაქტების შემსწავლელი მრავალპარტიული მისიის შექმნას.

როგორც სოციალ-დემოკრატების განცხადებაშია ნათქვამი, პარტია მხარს უჭერს, საქართველოში გაიგზავნოს ევროპარლამენტარების ჯგუფი სხვადასხვა პარტიებიდან, რომლებიც გამოიძიებენ გიგი უგულავას საქმეს.

"მივესალმებით ამ ნაბიჯს, რათა გაუმჯობესდეს ქართული სასამართლო სისტემის გამჭვირვალობა. მისია, რომელსაც წარუძღვებიან კოლეგები სოციალ-დემოკრატიული ფრაქციიდან და ევროპის სახალხო პარტიიდან, დიდად დაეხმარება საქმის შესწავლას, ჩასწვდება საქმის შინაარსს და შემოიტანს მეტ სიცხადეს," - ამბობს ევროპელი სოციალისტების პრეზიდენტი სერგეი სტანიშევი.

ევროპარლამენტარებს საქართველოში ფაქტების შემსწავლელი მისიის გამოგზავნა ქართულმა ოცნებამ შესთავაზა, რის შესახებაც გუშინ, 12 თებერვალს განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

"იმისთვის, რომ ევროპარლამენტარებს ძირითდი პოლიტიკური პარტიებიდან გიგი უგულავას საქმეზე დეტალური ინფორმაცია ჰქონდეთ, ჩვენ მათ შევთავაზეთ საქართველოში ფაქტების შემსწავლელი მისიის გამოგზავნა შევთავაზეთ, რათა მათ დეტალურად შეისწავლონ საქმის არსებითი და პროცესუალური მხარე, სრული სიცხადის უზრუნველსაყოფად", - წერდა კალაძე.

კომენტარები