არჩევნები 2020

ევროპარლამენტარი: საარჩევნო კანონის ჩაგდებამ იმედი გაგვიცრუა ჩვენც და ქართველ ხალხსაც

რა თქმა უნდა, არსებობს იმედგაცრუება ქვეყანაში განვითარებული ბოლო მოვლენების ჭრილში, ახალი საარჩევნო კანონის ჩაგდებამ იმედი გაგვიცრუა არა მხოლოდ ევროპარლამენტარებს, არამედ ქართველ ხალხს. ჩვენ კვლავ ველოდებით და ვუბიძგებთ მმართველ გუნდს და ოპოზიციას, რომ იპოვონ საერთო გადაწყვეტა, რადგან ქართველი ხალხი იმსახურებს თავისუფალ არჩევნებს. 2020 წლის არჩევნები თავის მხრივ იქნება გადამწყვეტი საზოგადოებისთვის. იგი განსაზღვრავს თქვენს მომავალს, რეფორმებს და ინტეგრაციას.

ჩვენი მესიჯი მმართველი გუნდისა და ოპოზიციის მიმართ ასეთია - გთხოვთ, დადექით ერთად და დაელაპარაკეთ ერთმანეთს, რადგან ეს არ ეხება თქვენს პარტიებს, ეს ეხება ქართველ ხალხს

ევროპარლამენტარი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი მარინა კალიურანდი საქართველოში მიმდინარე პროცესებზე. (რუსთავი ორის თარგმანი).

კომენტარები