ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროპული საქართველოს გენერალური მდივნის, გიგი უგულავას, დაპატიმრებას ეხმაურება და აცხადებს, რომ საქმეს შეშფოთებით ადევნებს თვალ-ყურს.
"გიგი უგულავას წინააღმდეგ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას შეშფოთებით ვადევნებთ თვალ-ყურს. ამ განაჩენის ირგვლივ არსებული გარემოებები ხელს არ უწყობს დიალოგის განვითარებას, რომელიც მიმართულია საქართველოსთვის ასე საჭირო პოლიტიკური ვითარების დეპოლარიზაციისთვის,"- წერს ესტონეთის საგარეო უწყება Twitter-ის გვერდზე.
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უგულავას საქმესთან დაკავშირებით ევროკავშირის განცხადება გააზიარა.
10 თებერვალს უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავას 3 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა საქმეზე, რომელსაც მას სასჯელი უკვე მოხდილი აქვს.
ამ გადაწყვეტილების შემდეგ ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ხელისუფლებასთან დიალოგის გაგრძელებაზე უარი თქვა.