ოსკარი 2020

2020 წლის ოსკარის ცერემონიას დაჯილდოების ისტორიაში ყველაზე ნაკლები მაყურებელი ჰყავდა

BBC

2020 წლის ოსკარის ცერემონიას დაჯილდოების ისტორიაში ყველაზე ნაკლები მაყურებელი ჰყავდა. 

2020 წლის ოსკარს სულ 23,6 მილიონი ადამიანი უყურებდა. ეს რიცხვი 6 მილიონით ნაკლებია გასული წლის მაჩვენებელზე (29,6 მილიონი მაყურებელი) და 3 მილიონით ნაკლები 2018 წლის მაჩვენებელზე (26,3 მილიონი მაყურებელი).

ასევე, კომპანიის Nielsen მონაცემების მიხედვით, 18-49 წლამდე მაყურებლებმა 2020 წლის ოსკარს დაუწერეს შეფასება 5,3, რაც 2019 წლის შეფასებაზე 30%-ით ნაკლებია. 

მიუხედავად ამისა, ოსკარი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული დაჯილდოებაა. 2020 წლის ცერემონიას Grammy-ზე ხუთი მილიონით მეტი მაყურებელი ჰყავდა, ხოლო ოქროს გლობუსზე - სამი მილიონით.

კომენტარები