ოსკარი 2020

ემინემმა ოსკარზე ყველასთვის მოულოდნელად LOSE YOURSELF შეასრულა - ვიდეო

ოსკარის დაჯილდოების 92-ე ცერემონიალზე ყველასთვის მოულოდნელად ემინემი გამოჩნდა და მან თავისი ცნობილი ტრეკი "Lose Yourself" შეასრულა.

არტისმა "Lose Yourself" თავისი ფილმისთვის "8 Mile" 2002 წელს დაწერა და კვირას ზუსტად 18 წელი გავიდა ამ ტრეკის გამოსვლიდან.

ემინემის გამოჩენას დარბაზში შეკრებილი აუდიტორია სიხარულით შეხვდა, თუმცა ზოგიერთ მათგანს ეტყობოდა გაკვირვებაც მისი ასეთი მოულოდნელი პერფორმანსით.

"Lose Yourself"-ის საშუალებით ემინემი ერთადაერთი რეპერია, რომელსაც თავისი შემოქმედებისთვის ოსკარი აქვს მიღებული - მან ჯილდო საუკეთესო მუსიკისთვის 2003 წელს მიიღო, თუმცა დაჯილდოებაზე თავად არ მისულა.

პერფორმანსის შემდეგ რეპერმა ტვიტერზე დაწერა, რატომ მივიდა ამჯერად ოსკარზე.

"თუ გაქვთ მეორე შესაძლებლობა, მეორე შანსი... მადლობა აკადემიას რომ თქვენთან ვიყავი. ბოდიში, 18 წელი დამჭირდა მოსასვლელად".

ოსკარის 2020 წლის დაჯილდოებაზე გამარჯვებულთა სრული სია ნახეთ აქ.

კომენტარები