იტალია

იტალიაში სწრაფმავალი მატარებელი რელსებიდან გადავიდა, დაიღუპა 2 ადამიანი

POLIZIA DI STATO

ჩრდილოეთ იტალიის ქალაქ ლოდისთან სწრაფმავალი მატარებელი რელსებიდან გადავიდა. დაიღუპა ორი ადამიანი. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით ისინი მემანქანეები იყვნენ. დაშავდა კიდევ ერთი ადამიანი, თუმცა მისი მდგომარეობა მძიმე არ არის. მატარებელში სულ 28 მგზავრი იმყოფებოდა. მათმა ნაწილმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო.

მატარებელი პარალელურ რელსებზე მდგარ სატვირთო ვაგონს და მიმდებარე შენობას შეეჯახა.

მიმდინარეობს გამოძიება ინციდენტის გამომწვევი მიზეზების დასადგენად.

მატარებელი მილანიდან სალერნოში მიდიოდა. მილანი-ბოლონიის ხაზზე მატარებლების მოძრაობა ინციდენტის გამო დროებით შეჩერებულია და სხვა ხაზებზე არის გადანაწილებული.

კომენტარები